სამხრეთ კორეასთან გაერთიანება შეუძლებელია, ამიტომ ის მთავარ მტრად უნდა გამოცხადდეს - კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანება შეუძლებელია, ამიტომ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სამხრეთ კორეა „მთავარ მტრად“ იქნება გამოცხადებული. ამის შესახებ BBC წერს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, უნდა გაუქმდეს სამი ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კორეასთან გაერთიანების მიმართულებით მუშაობდა.
შესაბამისად, ოფიციალურმა ფხენიანმა ოფიციალურად თქვა უარი მშვიდობიან გაერთიანებაზე, როგორც ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ამოცანაზე, და ახლა ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას განიხილავს, როგორც მოწინააღმდეგეს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ნებისმიერ პროვოკაციას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, სამხრეთ კორეა „რამდენჯერმე უფრო ძლიერ პასუხს“ გასცემს.