ევროკავშირმა ჰამასის ლიდერი ალ-სინვარი ტერორისტთა სიაში შეიყვანა
ევროკავშირმა ჰამასის ლიდერი იაჰია ალ-სინვარი ტერორისტების სიაში შეიყვანა. ევროკავშირმა ასევე წევრ სახელმწიფოებში ალ-სინვარის ყველა აქტივი გაყინა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ალ-სინვარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ვერანაირ ეკონომიკურ რესურს ვერ გაიტანს.
"ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ჰამასისა და 7 ოქტომბერს მისი ბრუტალური და განურჩეველი ტერორისტული თავდასხმების პასუხის ნაწილია" - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
2023 წლის დეკემბერში საბჭომ ჰამასის სამხედრო ლიდერები მოჰამედ დეიფი და მარვან ისსა ტერორისტების სიაში დაამატა.