უკრაინაში ვითარება რთულია, მაგრამ ამ სირთულეებისა მიუხედავად, არსებობს ოპტიმიზმის მიზეზები - სტოლტენბერგი
უკრაინაში ვითარება რთულია, მაგრამ ამ სირთულეებისა მიუხედავად, არსებობს ოპტიმიზმის მიზეზები, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევამ არ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც "ყველა ველოდით".
"როდესაც ეს ომი დაიწყო, ექსპერტების უმეტესობას, მათ შორის ჩვენს დედაქალაქებში სჯეროდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, უკრაინა კი კვირებში, ეს არ მოხდა, უკრაინის ხელმძღვანელობის, უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცის გამო", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებმა მოახერხეს ომის დასაწყისში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ის გათავისუფლება.
"და ეს უკრაინის დიდი გამარჯვებაა. ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ უკრაინა გადარჩა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, დიდი გამარჯვება უკრაინისთვის და დიდი დანაკარგი რუსეთისთვის", - დასძინა სტოლტენბერგმა.