თეგებით ძიება

ევროპაში დაახლოებით 800 ათასი უკრაინელია, ვინც ლაჩარივით გაიქცა ქვეყნიდან.. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ მამაკაცებით - ესტონელი ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის ესტონელმა დეპუტატმა, იაკ მადისონმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროპის ქვეყნებში მობილიზაციისგან გაქცეული უკრაინელი მამაკაცებით უნდა დაეხმარონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ესტონელმა ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას "იარაღითაც უნდა დავეხმაროთ", რათა რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს.

"ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სჭირდებათ ხალხი, რადგან [ომში] ათასობით ადამიანი დაიღუპა. ევროპაში დაახლოებით 800 ათასი ადამიანია, ვინც დაარღვია უკრაინის კანონი და ლაჩარივით გაიქცა ქვეყნიდან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ მამაკაცებით, ასევე იარაღით, რათა მათ იბრძოლონ და მოიგონ ეს ომი", - განაცხადა იაკ მადისონმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა