თეგებით ძიება

ენერგეტიკული სასმელების მოხმარება ნარკომანიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია - კვლევა

მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 21-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჯგუფს. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მოხალისეები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე ენერგეტიკულ სასმელებს, მომავალში ხშირად ხმარობდნენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

კერძოდ, მონაწილეები, რომლებიც კოფეინის მაღალი შემცველობის ენერგეტიკულ სასმელებს დიდი დოზით მოიხმარდნენ, 25 წლის ასაკში ჭარბად იღებდნენ ალკოჰლს და იყენებდნენ სტიმულატორებს, მაგალითად კოკაინს.

კანადაში ჩატარებულმა სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ მოზარდებში, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს სვამენ, უფრო მეტია თავის ტრავმის მიღების რისკი, მათთან შედარებით, ვინც ამგვარ სასმელებს არ ეტანება.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა