თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

2030 წლისთვის ევროპა შესაძლოა, ყველაზე მწეველი კონტინენტი გახდეს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჯანმომ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ თამბაქოს მოხმარების დინამიკა 2000 წლიდან ყოველ მესამე ადამიანზე ვრცელდებოდა. 2020 წლიდან დღემდე კი დინამიკა ყოველ მეხუთე პირზე დაეცა.

ჯანმოს მონაცემებით, 2010 წლიდან ბრაზილიაში მწეველთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა, ნიდერლანდებში კი 30%-ით.

ჯანმოს განცხადებით მსოფლიოში 1,25 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ნაწარმს იყენებს. თამბაქოს მოხმარება ამჟამად ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტ ადამიანს კლავს, მათ შორის 1,3 მილიონი არამწეველია, რომელიც მეორადი მოწევის მსხვერპლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა