ირანი ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება
ირანი ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში, სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ერბილეში, ე.წ. ისრაელის ჯაშუშურ ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს.
სირიაში კი, სამიზნეში მოექცა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ობიექტები. მომხდარის გამო ერაყმა ირანიდან ელჩი გაიწვია. ირანის ქმედება დაგმო ისრაელმა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.