თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

რუსები ოდესას დრონებით დაესხნენ, არიან დაშავებულები

ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება.

მისი ინფორმაციით, დაზიანებული სახლებიდან 130 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ მაშველებმა პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ჩააქრეს. დაიწვა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ღრმა კრატერია, დაზიანებულია კომუნიკაციები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა