გუშინ მაგრად ვხალისობდი რა, ამათ ისტერიკაზე, ტელევიზიებია, სხდომაა და არ ვიტყვი სიტყვას, სადაც იმყოფებით - კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.
კალაძემ თქვა, რომ "ხალისობდა" გუშინდელ "ისტერიკაზე" და რომ არ იტყვის სიტყვას, სადაც მისი აზრით, "ე.წ. პოლიტიკოსები" არიან.
"ვინ არიან ესენი, ვინ ხმაურებს ყველაზე მეტს, ეს არის ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ ვაკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში და გულწრფელად გეტყვით, მაგრად ვხალისობდი რა, ამათ ისტერიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი ახლა იმ სიტყვას სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მან, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი", - თქვა კახი კალაძემ.