ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს
ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს. შესყიდვების სამსახურის უფროსმა ჯონი ქასრაშვილმა მეუღლეზე ნასვამ მდგომარეობაში იძალადა. ქალმა დახმარებისთვის სასწრაფოს მიმართა. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველებიც და ტყიბულელი მაღალჩინოსანი დააკავეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ქასრაშვილი ამჟამად ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე; ასევე ჩამოტვირთეთ 112-ის მობილური აპლიკაცია და ჩატით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდით ოპერატორს. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს და გაიაროთ კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე. კონსულტაცია უფასოა და დაცულია ანონიმურობა.