თეგებით ძიება

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთში აფთიაქიდან სუნამოების ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს - მათ ბრალი უკვე წარედგინათ და სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულები აფთიაქის დაცვის თანამშრომელმა გამოიჭირა. ისინი ქურთუკის ქვეშ სხვადასხვა პროდუქციის დამალვას ცდილობდნენ. ნივთების ღირებულება 2000 ზლოტს, ანუ დაახლოებით 1300 ლარს შეადგენს.

ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულს თან ახლდა კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ასევე 2000 ზლოტამდე ღირებულების ნივთების მოპარვა და გაქცევა მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა