თეგებით ძიება

9 ნივთი სახლში, რომელიც უარყოფით ენერგიას იზიდავს

1. კარადა, რომელიც ძველი ტანსაცმლით სავსეა

ადამიანის ტანსაცმელი პატრონისა და იმ გარემოს ენერგიას შთანთქავს, რომელშიც პატრონი იმყოფება. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ ქუჩიდან სახლში შესულმა ადამიანმა უარყოფითი ენერგია ტანსაცმლის საშუალებით შეიტანოს. ეზოტერიკოსები გვირჩევენ, რომ სამსახურიდან ან მღაზიიდან დაბრუნების შემდეგ ტანსაცმელი მაშინვე კარადაში არ შეინახოთ. თუ ტანსაცმლის გარეცხვას არ აპირებთ, უბრალოდ, მზეზე ან ქარზე გაიტანეთ და რამდენიმე წუთი დატოვეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ კარადაშიც შეინახოთ.

2. გამხმარი ან ხელოვნური ყვავილები და ფოთლები

გახსოვდეთ, გამხმარი ყვავილები და ფოთლები ენერგეტიკულ ბალანსს არღვევენ.

უფრო მეტიც, უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი შეიძლება ცოცხალი ყვავილიც იყოს - მაგალითად, მიხაკი. აღსანიშნავია, რომ მიხაკი სრულიად უვნებელია სახლის გარეთ, მაგალითად ბაღში.

3. ძველი ავეჯი

ხისგან დამზადებული ავეჯი უარყოფით ენერგიას ტანსაცმლის მსგავსად შთანთქავს. ასე რომ, თუ მეორადი ავეჯის შეძენას გეგმავთ, ეცადეთ, მისი ძველი მფლობელის ვინაობა გაარკვიოთ.

4. უკუღმა დადებული ცოცხი

გახსოვდეთ, რომ უკუღმა დადებული ცოცხი ცუდ ენერგიას იზიდავს და ამ მდგომარეობაში არასოდეს დატოვოთ.

5. გატეხილი ან დაზიანებული სარკე

გატეხილი ან დაზიანებული სარკე უარყოფითი ენერგიის შემკრები ხდება. ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენი სარკეები ყოველთვის სუფთა და მთელი იყოს.

სარკეების ერთი ოთახიდან მეორეში გადატანაც არასასურველია. მაგალითად, სარკის საძინებლიდან მისაღებ ოთახში გადატანისას, ერთი გარემოს ენერგია მეორეში გადავა, რაც არც ისე კარგია. თუ სარკე საძინებელ ოთახშია, ეცადეთ, რომ მასში თქვენი საწოლი არ ჩანდეს.

6. ნაჩუქარი ნივთები ადამიანისგან, რომელიც არ მოგწონთ

ადამიანებს შორის ურთიერთობები სხვა ყველაფერთან ერთად ენერგიების გაცვლასაც გულისხმობს. თუ სახლში ისეთი ადამიანის ნაჩუქარი ნივთები გაქვთ, ვინც არ მოგწონთ ან ვისაც დაშორდით, ეს ნივთები აუცილებლად უნდა მოიცილოთ. თუ ნივთი იმდენად ძვირფასია, რომ გადასაგდებად არ გემეტებათ, საქველმოქმედო ორგანიზაციას ან სხვა ადამიანს აჩუქეთ. ასეთ შემთხვევაში, უარყოფითი ენერგია განეიტრალდება.

7. კაქტუსები და ეკლიანი მცენარეები

კაქტუსი და სხვა ეკლიანი მცენარეები ბევრი ადამიანის სახლს ამშვენებს, მაგრამ მათ დადებითი ენერგია არ მოაქვთ, პირიქით, სტრესს და შფოთვას იზიდავენ.

8. მაკრატელი

მაკრატელი, ისევე როგორც სხვა ბასრი ნივთი, ცუდ ენერგიას იზიდავს, ამიტომ ყოველთვის დაკეცილ მდგომარეობაში უნდა შეინახოთ. მაკრატლის მსგავსად, დანებიც უარყოფით ენერგიას იზიდავენ, ამიტომ, ყოველთვის მაგიდის უჯრაში, პირით ქვემოთ უნდა შეინახოთ.

9. გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები

განსაკუთრებით საყვარელი, გარდაცვლილი ადამიანების ფოტოების არ უნდა გეშინოდეთ - მათ უარყოფითი ენერგია არ ახლავს. მხოლოდ იმ ფოტოებს უნდა ერიდოთ, რომლებიც სევდას და ცუდ მოგონებებს აღგიძრავთ. ამ ტიპის ფოტოსურათებს უარყოფითი ენერგია მოაქვს. გირჩევთ, ასევე მოიცილოთ იმ გარდაცვლილ ადამიანთა ფოტოები, რომლებსაც თქვენი ცხოვრების უარყოფითი პერიოდი უკავშირდება.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა