თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება - ოლაფ შოლცი

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

შოლცსა და ბაიდენს შორის, სატელეფონო საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.

ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.

"2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, გერმანია კი მეორეზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა