რა უყვარს ტვინს ?
ტვინი მუდამ აქტიური, ჩართული ორგანოა. მოუხედავად იმისა, რომ ის სხეულის მასის მხოლოდ 2% იკავებს, ტვინი მოიხმარს მთელი ენერგიის 20%!
მას ძირითადად სჭირდება 3 რამ:
1.საკმარისი ძილი, რომ დღის განმავლობაში წარმოქმნილი და დაგროვილი ნაგავი გამოვიდეს გლიმფატური სისტემით ტვინიდან;
2.საკმარისი სითხე, დაბალანსებული კვება (განსაკუთრებით თხილეული, ომეგა-3 და ბოჭკოთი მდიდარი საკვები, ანუ ბოსტნეული) და არანაირი ალკოჰოლი;
3.რეგულარული მოძრაობა, იდეალურ ვარიანტში ბუნებაში. კვირაში სამჯერ 45 წუთი ფეხით სიარული უკვე დიდი საქმეა.
ღიმილი არ დაგავიწყდეთ!
ნამდვილი, გულიანი ღიმილის დროს, როდესაც თვალებიც იღიმიან და არა მხოლოდ პირი, სახის კუნთების კონფიგურაციით კოდი მისდის ტვინს, რომ ყველაფერი წესრიგშია.
ამის შედეგად კი კარგ ხასიათზე მოსული ტვინი სასიამოვნო რაღაც-რუღაცებით გვაჯილდოვებს.
ჩართეთ ფსიქოჰიგიენის ეს მარტივი და ეფექტური წესები რუტინაში.