ბელარუსი ბირთვული იარაღის გამოყენების პირველ დოქტრინას დაამტკიცებს
ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინის განცხადებით, ბელარუსი ისტორიაში პირველად მიიღებს ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინას, - განცხადებას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
გასულ წელს ოფიციალურმა კრემლმა განაცხადა, რომ ბელარუსში მათი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდებოდა, ისე რომ იარაღის რაოდენობა არ დააკონკრეტა. მათივე განცხადებით, რუსეთი ბელარუსში განთავსებულ, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად განკუთვნილ იარაღზე კონტროლს შეინარჩუნებდა.
"ჩვენ მკაფიო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის ხედვებზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს", - ამბობ მინისტრი და დასძენს, რომ დოქტრინაში გაჩნდება ახალი თავი, სადაც გაწერილი იქნება ბელარუსის ვალდებულებები მოკავშირეები მიმართ.
დოქტრინა ახლა დასამტკიცებლად ბელარუსის სახალხო კრებას უნდა წარედგინოს.
ბელარუსს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, საბჭოთა კავშირის წევრობის დროს ჰქონდა საკუთარი ბირთვული არსენალი, თუმცა კავშირის დაშლის შემდეგ იგი რუსეთს გადასცა.
ოფიციალურ მინსკს რუსეთმა ბირთვული იარაღი გასულ წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუგზავნა. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პუტინმა 25 მარტს გააკეთა, 25 მაისს კი მხარეებმა შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი.
2023 წლის დეკემბერში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ყველა ბირთვული იარაღი რომლის მიწოდებაც ბელარუსისთვის იგეგმებოდა, უკვე მათ ტერიტორიაზე იყო.