თეგებით ძიება

როგორ დავიმახსოვროთ ადვილად რთული მასალა ?

ცნობილმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს  გააზრებულად ვისწავლოთ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ მასალა.

სკოლიდან მოყოლებული, ბევრი ფიქრობს, რომ სწავლის ერთადერთი გზა დაზეპირებაა, მაგრამ ასეთ მექანიკურ დამახსოვრებას აქვს უზარმაზარი მინუსი. ხშირად  არ გვესმის საგნის არსი, ამიტომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი ტვინი უბრალოდ არ მიიჩნევს საჭიროდ და აღმოფხვრის ამ ინფორმაციას. 

მნიშვნელოვანია გაგება და არა მექანიკური დამახსოვრება. რიჩარდ ფეინმანის მეთოდი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს.

ფეინმანის მეთოდში 3 ეტაპია:

პირველი  ნაბიჯი

ფურცელზე დაწერეთ და შემდეგ რამდენიმეჯერ წაიკითხეთ მასალა, რომლის დამახსოვრებაც გსურთ. დაწერეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცით. თქვენ არ გჭირდებათ რაიმეს ზეპირად სწავლა. აქ მთავარია გაიგოთ ინფორმაციის არსი და გადმოსცეთ მარტივად.

მეორე ნაბიჯი

ახლა ეს ყველაფერი თქვენ უნდა აუხსნათ სხვა ადამიანს, რაც შეიძლება მარტივი ენის გამოყენებით. სასურველია ეს იყოს ბავშვი 9- დან 12 წლამდე.

არ არის აუცილებელი ის თქვენს გვერდით იყოს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მასალას აწვდით მსმენელს.

ასევე წარმოიდგინეთ, რომ მსმენელი გისვამთ კითხვებს. შეგიძლიათ უპასუხოთ ყველა მათგანს. თუ კითხვებზე პასუხების გაცემა გაგიჭირდათ,  ხვდებით რა გაქვთ დასამუშავებელი.

მესამე ნაბიჯი

 მასალის ორგანიზება და პერიოდულად გადახედვა.

ახსნის პროცესში შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანაწერები, დახაზოთ დიაგრამები, ცხრილები და ა.შ.

მთავარია, ინფორმაციის გასაგებად და მარტივად ახსნა. ასეთი ახსნის დროს მაშინვე შეამჩნევთ, რა ვერ გაიგეთ ბოლომდე მასალაში. სად გჭირდებათ დაბრუნება და მასალის თავიდან გადახედვა.

წყარო : Jolo.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა