რუსთავში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა - დაიღუპა საწარმოს თანამშრომელი
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს დაუდასტურა, რომ მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ცნობით, შემთხვევა კვირას მოხდა.
ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლელა ლუარსაბიშვილის ცნობით, დაღუპული კომპანიის თანამშრომელია.
"პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანავუგრძნობთ.
ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ინახება ამორტიზებული ტექნიკაც. ერთ-ერთი ასეთი იყო ძველი ავტობუსის რკინის კარკასი, რომელშიც გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა ამ ადგილას და ცეცხლს ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა მიზეზს დაადგენს", - უთხრა ლუარსაბიშვილმა "ინფო რუსთავს".
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.