რჩევები პროდუქტიულობის გაზრდისთვის
1. დაიწყეთ დღე სწორად
ის, თუ როგორ იწყებთ დილას, ქმნის მთელი დღის განწყობას. თუ დილით ადრე გაიღვიძებთ და სრული სამუშაო მზადყოფნა გექნებათ, დღის განმავლობაში უფრო მეტს მოასწრებთ. გარდა ამისა, საჭიროა დღე პოზიტიურად დაიწყოთ. ყველაზე მეტად ადამიანები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რისი მოსწრება ვერ შეძლეს წინა დღეს, მაგრამ საკუთარი დროის გაცილებით წარმატებულად გამოყენებისთვის საჭიროა პრიორიტეტები თავიდან დასვათ და შეუდგეთ მიმდინარე დღისთვის დასახული მიზნების მიღწევას. გადადეთ ტელეფონი, ელფოსტა და დაიწყეთ გონებრივი საქმიანობის მასტიმულირებელი რაიმე ვარჯიშით ან ფიტნესით. ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას ახდენს და დაგმუხტავთ, იოგა კი თავს გაგითავისუფლებთ.
2. გამოიყენეთ აივი ლის მეთოდი პროდუქტიულობის ასამაღლებლად
ეს არის პროდუქტიულობის ამაღლების ძველი სტრატეგია, სადაც ყოველი დღის ბოლოს რეკომენდებულია იმ ექვსი მნიშვნელოვანი საკითხის სია შეადგინოთ, რომელთა გაკეთებაც მომდევნო დღეს გინდათ. დავალებები სიაში უნდა ჩამოწეროთ მნიშვნელოვნების შესაბამისად, ბოლოს უნდა იყოს ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი. ამ მეთოდის არსი არის არა ის, რაც შეიძლება მალე გაუმკლავდეთ ყველა საკითხს, არამედ ის, რომ მობილიზდეთ სიაში პირველ ადგილზე ჩაწერილი საკითხის მოსაგვარებლად. შემდეგ გადადით მეორე საკითხზე, ოღონდ პირველი უკვე მოგვარებული უნდა გქონდეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ყველა საკითხს არ შეასრულებთ. ჯეიმს კლირმა, რომელიც არის პროდუქტიულობის საკითხზე გამოცემული წიგნის ავტორი, განაცხადა, რომ 1918 წელს აივი ლიმ, რომელიც შემდგომში პროდუქტიულობის დარგში კონსულტანტი გახდა, ერთხელ კომპანია Bეტჰლეჰემ შტეელ-ის პრეზიდენტს ჩარლზ შვაბს შესთავაზა, რომ ეს მეთოდი შეეტანა თანამშრომლების პროდუქტიულობის გასაზრდელად სამუშაო პროცესში. შვაბმა დაუჯერა და როცა ძალიან კარგი შედეგი დაინახა, კონსულტანტს მაშინვე გამოუწერა 25 000-დოლარიანი ჩეკი – ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო.
3. შეეცადეთ პოლიფაზური ძილით იძინოთ
ჩვეულ რეჟიმში ადამიანს მხოლოდ ღამით უნდა ეძინოს, მაგრამ თუ თქვენ მოახერხებთ სამუშაო დღის მანძილზე წათვლიმოთ, მაგალითად, შესვენებისას, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, დარჩენილი სამუშაო დრო უფრო პროდუქტიულად გაატაროთ. პოლიფაზური ძილი – არის მეთოდი, რომლის დროსაც ჩვეულებრივ 7-საათიან მონოფაზურ ძილს ანაწილებენ და ყოველ ექვს საათში იძინებენ 30 წუთით. ამასთან, თქვენ გაგიჩნდებათ დამატებით ხუთი საათი ძილისთვის მთელი დღის განმავლობაში, სცადეთ, იქნებ ასეთი რეჟიმი უფრო სასარგებლო იყოს თქვენთვის.
4. ცხოვრებას უყურეთ ოპტიმისტურად
უორიქსის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბედნიერი თანამშრომლები გაცილებით უფრო ენერგიულად მუშაობენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალისიან ადამიანებთან ერთად მუშაობისას დანარჩენების პროდუქტიულობა იზრდებოდა 12%-ით. თუ გინდათ, რომ საქმიანობის სფეროში მაღალპროდუქტიული მაჩვენებელი გქონდეთ, აუცილებლად იმუშავეთ ხალისიან თანამშრომლებთან ერთად და მოერიდეთ ნეგატიურებს. გარდა ამისა, თქვენც შეგიძლიათ სხვათა პროდუქტიულობის ამაღლება კარგი განწყობის შენარჩუნებით და გამოვლენით – ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.
5. სვით ყავა
სიახლე ყველა ყავამანისთვის: კვლევები აჩვენებენ, რომ ყავა პროდუქტიულობის დონეს ამაღლებს. ყავა უდიდეს დახმარებას გაგიწევთ პროდუქტიულობის გაზრდაში. დღის მანძილზე ნეირონების აქტივაციისას ტვინში ხდება ადენოზინის გამომუშავება, რომლის მუდმივი გამომუშავების შედეგად ადამიანი თავს დაღლილად და მოტეხილად გრძნობს. ყავა დაგეხმარებათ ამ ეფექტთან გამკლავებაში და შეასრულებს ადენორეცეპტორების როლს, რომლებიც ადენოზინს ბლოკავენ.
წყარო : მკურნალი