აშშ ჰუსიტებს გლობალურ ტერორისტულ დაჯგუფებად ხელახლა გამოაცხადებს
აშშ ჰუსიტებს გლობალურ ტერორისტულ დაჯგუფებად ხელახლა გამოაცხადებს. ამის შესახებ BBC ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი ინფორმაციით, წითელ ზღვაში ჰუსიტების ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტები ჰუსიტების ანგარიშებს დააყადაღებენ, ხოლო დაჯგუფების წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალებათ.
ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა ჰუსიტები გლობალური ტერორისტული დაჯგუფებების (SDGT) და უცხოური ტერორისტული ორგანიზაცებიის (FTO) სიაში შეიყვანა, 2021 წელს, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მალევე, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ჰუსიტები SDGT-ს სიიდან ამოიღეს.