თეგებით ძიება

მესამე მსოფლიო ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს - რობ ბაუერი

დასავლურმა სამყარომ უნდა გააცნობიეროს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ეპოქა დასრულდა და დაიწყო არაპროგნოზირებადი დრო, მესამე მსოფლიო ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ალიანსის უმაღლესი მენეჯმენტის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა ზოგადად მთელი საზოგადოება უნდა ჩართოს გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბაუერმა, ასევე, მოუწოდა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს და სამხედრო ხელმძღვანელობას, რადიკალურად შეცვალონ მიდგომა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.

ბრიუსელში ბაუერმა განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას.

„ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. ეს ომი არასდროს ყოფილა რუსეთის უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხე უკრაინის ან ნატოს მხრიდან. ეს ომი არის იმის შიში, რომ რუსეთს ეშინია რაიმე უფრო ძლიერის, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური იარაღი დედამიწაზე - დემოკრატიის. თუ უკრაინაში ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დემოკრატიული უფლებები, მაშინ რუსეთშიც მალე მოისურვებენ მათ“, - აღნიშნა ადმირალმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა