თეგებით ძიება

ხაზარაძე კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლებს. ინფორმაცია ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი მომდევნო კვირაში შევა.

"დღეს გავრცელდა განცხადებები, რომლებიც ლახავს მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, მომდევნო კვირაში სასამართლოში შევა სარჩელი ამ ცნობების უარყოფის შესახებ", - აღნიშნა მან.

დღეს კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მამუკა ხაზარაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ის "ბინძურ საქმეებს აკეთებდა" და "სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო".

"ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა ნაციონალური მოძრობა. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. ყველაფერი გვახსოვს და არაფერი არ დაგვიწყებია, როგორ აუბედურებთ ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს", - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა