აშშ-ში შექმნეს სუპერბეტონი, რომელიც ელემენტივით იმუხტება
მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა გამოიგონეს ბეტონი, რომელსაც უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგიის შენახვა შეუძლია.
ამ ბეტონისგან აგებული შენობის საძირკველი, ფაქტობრივად, უზარმაზარი ელემენტია. ასეთი ბეტონის დამზადება ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია - უბრალოდ, ჩვეულებრივ ბეტონს ჩვეულებრივი ნახშირი უნდა დაუმატოთ. როგორც აღმოჩნდა, ნახშირბადი წყალთან და ბეტონთან ურთიერთქმედებისას ელექტროგამტარ ქსელს ქმნის და ენერგიის შენახვის უნარს იძენს.
ახალი ბეტონის შექმნის შემდეგ კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული ქარისა და მზის პანელების გამომუშავებული ენერგია უქმად აღარ დაიკარგება - მას „ჭკვიანი ბეტონი“ შეინახავს, რათა სახლების გასათბობად თუ სხვა მიზნებისთვის უკან დააბრუნოს.
გარდა ამისა, სუპერბეტონი იმდენად იაფია, რომ მისი გამოყენება გზების მშენებლობაშიც შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ბეტონის გზის საფარმა გზის პირას მდგარი ქარის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგია მიიღოს და ელექტრომობილები პირდაპირ მოძრაობის დროს დამუხტოს.
წყარო : funtime