წერეთლის გამზირზე ავტომობილი თხრილში ჩავარდა (ვიდეო)
წერეთლის გამზირზე ავტომობილი თხრილში ჩავარდა. ინფორმაციას ფეისბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. ცნობისთვის, ეს წერეთლის გამზირის თხრილებში ავტომობილის ჩავარდნის პირველი შემთხვევა არაა. გეგმის მიხედვით, გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დამთავრდეს.