თეგებით ძიება

რო­გორც სტი­ქი­ას ვერ ვა­ჩე­რებთ, ამ პრო­ცე­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ჩე­რე­ბაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! - პედიატრი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბოლო დროს ვირუსების მომრავლებით შეშფოთებულ მშობლებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

„არ ინერვიულოთ მშობლებო,2 წლიდან 6 წლამდე ჩვენი პატარები ვირუსებთან ურთიერთობის და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების აქტიურ ფაზაში არიან,უნდა გაიცნონ და მერე შექმნილი იმუნური მეხსიერების წყალობით მარტივად გაუმკლავდნენ,ეს არის ბუნებრივი მოვლენა... თქვენი წუხილიც მესმის,მაგრმ ისევე,როგორც სტიქიას ვერ ვაჩერებთ,ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია!!!! ერთის მხრივ ბოროტები არიან ეს პათოგენები,მაგრამ მეორეს მხრივ ზრუნავენ იმუნიტეტის მდგრადობაზე,ცოტა ნამეტანი კი მოსდით,მაგრამ მაინც!!!მთავარია არ დაისტრესოთ,რაც უფრო მედგრად შეხვდებით და დაუცაცხანებთ,მით უფრო მარტივად დატოვებენ ორგანიზმს!!! სტრესული გარემოს და ცუდი გუნება-განწყობის მოყვარულები არიან მიკროორგანიზმები,ხალასი და ბედნიერი ადამანების აუტანლობა ჭირთ!!!დაიცავით ჰიგიენური ეტიკეტი,კარგად იკვბეთ,წყალი სვით ბევრი,ძილი მოიწესრიგეთ,ფიზიკურ აქტივობას არ მოერიდოთ,შეძლებისდაგვარდ იხალისეთ და შეუქმენით პოზიტიური სამყარო პაწუკებს მიყვარს ბავშვები და ვეთაყვანები ყველას,ვისაც მათზე ზრუნვა ძალუძთ“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა