თეგებით ძიება
18. 01. 2024 სპორტი

გოგა ბითაძემ „ატლანტასთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა

NBA-ს რეგულარული სეზონის 41-ე ტურში გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. „ორლანდო“ სტუმრად „ატლანტასთან“ 2-ქულიანი სხვაობით, 104-106 დამარცხდა.

„მეჯიქის“ 24 წლის ქართველმა ლეგიონერმა კი 24 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძემ სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და მოხსნების რაოდენობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

22 მოგებითა და 19 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა