თეგებით ძიება

ნატა ფერაძე სამების ტაძარზე: ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში ... ის მე შეურაცხმყოფს

ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში... ის მე შეურაცხმყოფს - ასე მოიხსენიებს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარს ინტერნეტ გამოცემა Sova.news-სთან ინტერვიუში.

შეკითხვაზე, როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე, ნატა ფერაძე პასუხობს:

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი ტაძარი, რადგან ის აშენებულია აბსოლუტურად კორუმპირებულად, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული თბილისის განაშენიანება, ის დომინირებს ისტორიულ თბილისზე. ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში, ასე ვიტყოდი. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო, რომ ჩემი ფანჯრიდან ის არ უნდა ჩანდეს, რადგან ის მე შეურაცხმყოფს“.

აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა