თუ სხვისგან მთქნარება ადვილად გედებათ, ე.ი. კომუნიკაბელური ხართ
იმიტომ, რომ ადამიანები სოციალური არსებები არიან - მთქნარების გადადების მიზეზი ფსიქოლოგიურია.
დრექსელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (ფილადელფია, აშშ) ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც მოხალისეებს მთქნარების ვიდეოს აჩვენებდნენ და მათ რეაქციას აკვირდებოდნენ.
მოხალისეთა ნაწილმა ვიდეოს ნახვისთანავე მთქნარება დაიწყო, ნაწილი კი ამ სანახაობის მიმართ მეტ-ნაკლებად გულგრილი დარჩა.
ამ რეაქციის მიხედვით, მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს და ფსიქოლოგიური ტესტირება ჩაუტარეს.
როგორც აღმოჩნდა, ისინი, ვისაც მთქნარება ადვილად ედება, გარშემომყოფებთან კავშირს უფრო სწრაფად და ადვილად ამყარებენ ანუ უფრო კომუნიკაბელურები არიან. (სხვათა შორის, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები, რომლებიც თანაგრძნობისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან, გაცილებით იშვიათად ამთქნარებენ, ვიდრე ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანები).
1989 წელს, მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, მთქნარების გადადება სიმპათიის ნიშანია.
უბრალოდ გახსოვდეთ, ხანგრძლივი მთქნარება ყბის ამოვარდნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.