თეგებით ძიება
18. 01. 2024 მსოფლიო

საქართველო რუსების მიერ ბიზნესის დარეგისტრირებით ლიდერი ქვეყანაა

საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი დაიწყეს, მეორე ადგილზე ყაზახეთია, ხოლო მესამეს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ. მონაცემები Forbes-ისთვის კომპანია Finion-ის ანალიტიკოსებმა შეადგინეს.

2023 წლის შედეგებით, რუსების მიერ საქართველოში რეგისტრირებული ახალი კომპანიების საერთო რაოდენობა, მინიმუმ, 13,000 სუბიექტს შეადგენს, ხოლო წინა 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის, დაახლოებით, 16,000 ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა. შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსებმა საქართველოში მხოლოდ 7,788 კომპანია დააარსეს.

Finion საქართველოში რუსული კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, როგორიც არის სუფთა სტატისტიკა, ანუ ქვეყანაში რუსებისს აქტიური შედინება, ასევე, ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა. ამასთან, საქართველოში რუსებსა და ბელარუსებს, მათ შორის, ბიზნეს საქმიანობისთვის საბანკო ანგარიშების ლეგალურად გახსნა შეუძლიათ.

მეორე ადგილზე გასულ ყაზახეთში რუსი მფლობელებით 6,100 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე რუსებმა ქვეყანაში 3,500-მდე კომპანია დააარსეს.

სომხეთში 2023 წლის შედეგებით რუსების მიერ გახსნილი კომპანიების რაოდენობამ 3,400 სუბიექტი შეადგინა. მათ შორის, დაახლოებით, 2,000 ინდივიდუალური მეწარმეა. წინა 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში 7,328 ბიზნეს-სუბიექტი გახსნეს, რომელთა შორის 4,983 ინდივიდუალური მეწარმე იყო.

მონტენეგროში რუსებმა 2023 წელს, ასევე, 3,400 ახალი კომპანია გახსნეს, მაშინ, როცა 2022 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2600 რუსული კომპანია დაარსდა.

სხვა ქვეყნების მონაცემები ასეთია:

სერბეთი - 2023 წელს - 3,000 რუსული იურიდიული პირი, 2022 წელს - 6,000, 2021 წელს - 2,000

თურქეთი - მხოლოდ 2023 წელს 2,750, მთლიანობაში კი 2023 წლის ბოლომდე დარეგისტირერებული რუსული კომპანიების რაოდენობამ ქვეყანაში 23,713-ს მიაღწია

არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 2023 წელს, დაახლოებით, 950–1000 იურიდიული პირი. 2022 წელს, დაახლოებით, 850 კომპანია

უზბეკეთი - 2023 წელს 745 კომპანია, რაც, წინა წელთან შედარებით, 20%-ით ნაკლებია.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა