გახარიამ აღიარა, რომ „გადამგდებია“ - გურამ მაჭარაშვილი
გახარია „გადამგდებია“ - „ნაცმოძრაობა“ გამოიყენეს, რომ მათ წევრებს საკრებულოებში თანამდებობები და სარგებელი მიეღო, მათ შორის მატერიალური, „ოცნება" იმისთვის გამოიყენეს, რომ ხალხს გაეცნო, რუსეთის გარდა გახარიას (არსად) არავინ იცნობდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, გახარია როცა „ქართულ ოცნებაში "იყო, ოპოზიციას ემუქრებოდა დასრულებით, ახლა კი "ოცნებაზე" საუბრობს იმავეს, თუმცა, ამ დროს „თვითონ სრულდება".
„გახარიამ აღიარა, რომ „გადამგდებია“ პოლიტიკაში. როგორც მისმა თანაპარტიელმა თქვა, "ქართულ ოცნებაში" იყო და "ქართული ოცნება" გამოიყენა გახარიამ, რომ ცნობადი გამხდარიყო, ახლა "ნაცმოძრაობაშია" და აღიარეს, რომ "ნაცმოძრაობაც" გამოიყენა. ვინ ვინ გამოიყენა, მერე გამოჩნდება, მაგრამ აღიარეს, რომ გამოიყენეს „ნაცმოძრაობა" და შექმნეს კოალიცია და ახლა ამბობენ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, ამას პოლიტიკაში ჩვეულებრივად „გადაგდება“ ჰქვია.
გახარია ყოველდღიურად ააშკარავებს იმას, რასაც ვამბობდით, მან გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯი. როცა გუნდში იყო, "ქართულ ოცნებას" იყენებდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში მისი ცნობადობა გაზრდილიყო და ეს მერე გამოეყენებინა ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს ჩანს მის ყოველდღიურ განცხადებებში. მისი ამომრჩეველიც ხედავს და მისი თანაპარტიელების აღიარებაც არის, რომ ის არის „გადამგდები“, როგორც „ოცნებაში“ იყო „გადამგდები“, ახლა "ნაცმოძრაობაშია" და ამბობს, რომ „გადამგდებია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.