თეგებით ძიება

"პური - 10 ლარი, ხაჭაპური - 40-45 ლარი… გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გუდაურის ფასებსა და მდგომარეობაზე წერს:

„გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:

– 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური;

– ხაჭაპური – 40-45 ლარი;

– ცეზარის სალათა – 40-47 ლარი;

– მწვადი – 4 ნაჭერი – 18-30 ლარი;

– 30 ხინკალი – 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია);

– ბურგერები – 35-60 ლარი;

– Dankins-ის ყავა კარამელ „მაკიატო“ – 18 ლარი;

– დესერტი – 2 ცერა თითისოდენა სუფლე – 22 ლარი;

– ვაშლის შტრუდელი – 29 ლარი;

– პიცა „პეპერონი“ – 43 ლარი;

– ნაყინი – 18 ლარი;

+18% მომსახურება.

სხვადასხვა:

– „სკიპასი“ – 70 ლარი 1 დალოცვილი დღე;

– აუზი/სპა 1 შესვლა -120 ლარი (მოცუცქნული 15 მეტრიანი საჭყუმპალაო და არა აუზი);

– აეროპორტიდან ტრანსფერი გუდაურამდე – 280 ლარი (შედარებისთვის Yandex იგივე კლასის მანქანით – 133 ლ.);

შიდა ტაქსი გუდაურში 20 ლარიდან;

და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს…

მომილოცავს გა-ფრენა ქართველებო, ჩამოვფრინდით, რადგან გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს! და მინდა შეგახსენოთ, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ხარისხიან ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავლო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრეაციული ზონები, კინოთეატრებიც და საახალწლო განწყობაც ზოგადად”, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა