თეგებით ძიება

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

შობა–ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, ნაძვისხე, დღესასწაულების პერიოდში ყველა ოჯახს ამშვენებს. მისი დადგმისთვის რაიმე კონკრეტული დღე არ არსებობს, აღებასთან დაკავშირებით კი რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებაა გავრცელებული — სამედიცინო თუ ხალხური რწმენის კუთხით.

ხალხური მინიშნებების თანახმად, მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე 14 იანვრის ჩათვლით უნდა იდგეს სახლში. მიიჩნევა, რომ ძველით ახალ წლამდე მისი აღება არ შეიძლება, თორემ ოჯახიდან დადებითი ენერგეტიკა გავა.

მეორე ვერსიით, ნაძვის ხე ნათლისღებამდე, 19 იანვრამდე უნდა დაიშალოს. ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი გამონათქვამიც კი არსებობს:

„ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“.

ამის გამო ბევრს სჯერა, რომ თუ ნაძვის ხეს ნათლისღებამდე არ აიღებენ, უბედურება მოხდება.

თუმცა, როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხში გავრცელებული ცრურწმენაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ ტრადიციებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა