თეგებით ძიება

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი.

დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია - 23 821 000 აშშ დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი მიიღეს.

2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.

ნარინჯისფერი რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა