თეგებით ძიება
18. 01. 2024 მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო მობილიზაცია სასტიკი ფორმით მიმდინარეობს - უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინაში სამხედრო მობილიზაცია სასტიკი ფორმით მიმდინარეობს, - განაცხადა უკრაინის სახალხო უფლებადამცველმა დიმიტრი ლუბინეცმა.

მისი თქმით, ახალწვეულთა ტერიტორიული ცენტრის თანამშრომლები უკრაინის მოქალაქე მამაკაცებს ქუჩაში აჩერებენ, საბუთებს სთხოვენ, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებიან.

ომბუდსმენის განმარტებით, მას, მსგავსი ფაქტების გამო, უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. დიმიტრი ლუბინეცის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ახალწვეულთა ტერიტორიულ ცენტრებს მოქალაქეებზე ზემოქმედების უფლება არ აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა