თეგებით ძიება

ყველის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

ყველის სასარგებლო თვისებები

ყველი კალციუმის და ცილის ნამდვილი საბადოა. აქედან კალციუმი ძვლების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ხოლო რძის ცილა ორგანიზმის „საშენ მასალას“ წარმოადგენს.

ყველი D ვიტამინის წყაროდ მიიჩნევა, ასევე მდიდარია ტრიპტოფანით და ამინომჟავით, საიდანაც ჰორმონები მელატონინი და სეროტონინი წარმოიქმნება. სეროტონინი ბედნიერების ჰორმონია, მელატონინი კი დაძინებაში გვეხმარება და ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს ებრძვის.

ყველში შემავალი რძის ცხიმი ორგანიზმს ჰორმონების გამომუშავებაში ეხმარება.

ყველი ასევე A ვიტამინს შეიცავს - ეს კარგი მხედველობა, ძლიერი იმუნური სისტემა, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაა.

ყველის უკუჩვენებები

ყველის ხშირად მიღებას უნდა მოერიდონ:

ვისაც პოდაგრა აწუხებს და დიდი რაოდენობით შარდმჟავა მარილებს გამოყოფს;

ვისაც ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების აქვს;

ვისაც ართრიტი და შაკიკი აწუხებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა