თეგებით ძიება

5 არასწორი ფერი პირველი პაემნისთვის, რას გვირჩევენ დიზაინერები ?

ყავისფერი

„ყავისფერი აღიქმება როგორც მოსაწყენი და ზედმეტად კონსერვატიული ფერი, რომელიც სრულიად არ შეეფერება მოლოდინს და მღელვარებას, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის დაწყებასთან უკავშირდება“ - ამბობს ურთიერთობის ექსპერტი ლორა ვასერი.

"ამ ფერის გამო, თქვენ ზედმეტად მიწიერ ადამიანს ჰგავხართ, რომელიც რისკისთვის მზად არაა. როდესაც საქმე ეხება პირველ პაემანს ეხება, ეს საუკეთესო თვისებები არაა. გამონაკლისია მოწითალო-ყავისფერი,“ - დარწმუნბულია სტილისტი შანტელ ჰარტმან მალარკი.

ნაცრისფერი

"ნაცრისფერი ზედმეტად მოსაწყენი და სერიოზული ფერია - ეს შესანიშნავი არჩევანია სამსახურისთვის, მაგრამ არა რომანტიკული ურთიერთობისთვის, რადგან ვერ ქმნის ენერგიას, რომელიც იზიდავს. აუცილებელი არაა, რომ ნაცრისფერ სამოსზე მთლიანად უარი თქვათ - უბრალოდ დარწმუნდით, რომ ეს ფერი თქვენს სამოსში დომინანტური არაა,“ - ამბობს ურთიერთობების სპეციალისტი ჯესიკა ალდერსონი.

მეტისმეტად ნათელი ფერები

”ასეთმა ფერებმა შეიძლება შექმნან შთაბეჭდილება, რომ ზედმეტად მონდომებული ხართ, რაც არასასურველია. პირველ პაემანზე პარტნიორმა თქვენ უნდა გიყუროთ და არა თქვენს ტანსაცმელს“- ამბობს ლორა ვასერი.

ყვითელი

ცისარტყელას ყველაზე ნათელ ფერსაც შეუძლია არასწორი მესიჯის გაგზავნა. ურთიერთობების სპეციალისტის რიკი დაიმონდის თქმით, ეს ფერი მეგობრობასთან ასოცირდება, რაც სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისისთვის არასწორი არჩევანია.

ინტენსიური შავი

შავი სავსებით მისაღები ფერია პირველი პაემნისთვის. მას შეუძლია თქვენს იერს მეტი დახვეწილობა და იდუმალება შემატოს, მაგრამ თუ შავი ფერის გარდა თქვენს ჩაცმულობაში სხვა ფერი არ არის, ზედმეტად მიუწვდომელი გამოჩნდებით - ამბობს ფსიქოლოგი ლიზა ლოულესი. ის გვირჩევს, შავს სხვა ფერები შევურიოთ, რათა ელეგანტურიც გამოჩნდეთ და მეგობრულიც.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა