დევიდ კემერონმა პუტინი ჰიტლერს შეადარა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში დევიდ კემერონმა აღნიშნა, რომ დღეს მინისტრის პოზიციაზე ყოფნა იგივეა, რაც 1930 წელს ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა ამჯერად ჰიტლერის როლს პუტინი ასრულებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის მთავარი პრიორიტეტია, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწყებული ომი კი ის სიბოროტეა, რომელსაც ცივილიზაცია წინ უნდა აღუდგეს.
„ეს იგივეა, რაც 1930 წლებში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ბოროტებას, როგორცი პუტინის უკრაინაში შეჭრაა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, წლის განმავლობაში ვაჩვენოთ, რომ პუტინი არ იმარჯვებს“, - დასძინა კემერონმა.