„რა უბედურებაა მართლა და მართლა, ქვეყანას ერთიანი ფასწარმოების პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს?“ - გიორგი ფოფხაძე
დღეს მედიაშისოციალური ქსელის მომხმარებლის სტატუსი გავრცელდა, რომელიც მაღალი ფასების გამო, გუდაურში ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე წერს. თემას საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გამოეხმაურა, რომელიც შექმნილ ვითარებას ქვეყანაში ერთიანი ფასწარმოების პოლიტიკის არარსებობას უკავშირებს:
"პური -10 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?
საქართველოს მთავრობა იცით რომ, მაგალითად საფრანგეთში, ნიცაში, კანში, სანტროპეში, კურშევილში, შამომიში, ბარსელონეტში, პარიზში, ლილში, ბორდოში, რუანში და თუნდაც მონკუიში ან ბურბურში, ფასები ყველა სუპერმარკეტში, კაფეში და რესტორანში (თუ განსაკუთრებული დახურული კლუბი ან რესტორანი არაა "მიშლინის" ვარსკვლავებით) ფასი არის ერთი და იგივე და პური ორი ლარი ღირს, ყავა-ოთხი და წყალი ლარნახევარი? ( ევროები რომ ლარებში გადმოიყვანო) ..
რა უბედურებაა მართლა და მართლა, ქვეყანას ერთიანი ფასწარმოების პილიტიკა არ უნდა ქონდეს?.. მითუმეტეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დირექტივები გვავალდებულებს?.. - წერს გიორგი ფოფხაძე.