თეგებით ძიება

რას ნიშნავს ფენ-შუის მიხედვით ბინის ნომერი, რომელშიც ცხოვრობთ

ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში პოპულარული ფენ-შუის მი­ხედ­ვით, ადამიანის ცხოვრებაზე მისი ბინის ნომერიც კი უდიდეს გავლენას ახდენს. თქვენი ბინის ნმერი ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ (მაგ.: 157; 1+5+7=13=1+3=4)  და მოძებნეთ მისი განმარტება.

1. სახლში თავს ენერგიულად და მხიარულად გრძნობს. ბინა ფორთოხლისფერ-წითელ გამაში მორთეთ. ასეთი ნომრის ბინაში მხატვრები, მწერლები, ჟურნალისტები ცხოვრობენ. კეთილი ადამიანის ბინაში სახლი სისუფთავით ბრწყინავს.

2. დიასახლისი გემრიელ კერძებს ამზადებს და მუდმივად ბავშვების ჟრიამულია. უყვართ სტუმრების მიღება… კარგია, თუ კედლებს თეთრად ან სალათისფრად შეღებავენ. აღელვებულმა ბინადრებმა, ნერვების დასაწყნარებლად, სააბაზანოში ონკანი მოუშვით და წყლის ხმა დაგამშვიდებთ.

3. ბინის პატრონი უსაქმურად ვერ დაჯდება. ხანდახან პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ავეჯის შეკეთება დაგჭირდებათ. სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი სააბაზანო და მისაღებია. ოთახები წითელ ფერში მორთეთ.

4. მობინადრეები ხშირად საქმეებსაც ტელეფონით აგვარებენ. თუ ბინაში მცხოვრები ადამიანი თავისი საქმით უკმაყოფილოა, ხშირად იზიანებს ხელებს. სახლის კედლები ცისფერ-ნაცრისფრად შეღებეთ. ამ ბინაში მცხოვრები ხშირად დადის ფეხით და მოგზაურობს.

5. აუცილებლად ექნებათ დიდი ბიბლიოთეკა. აქ პოლიტიკასა და მეცნიერებაზე საუბრობენ. კედლები იასამნისფრად შეღებეთ. სახლში ნუ იკამათებთ. ამ ნომრის ბინადარი ღვიძლს უნდა გაუფრთხილდეს.

6. სახლი, სიყვარულის, მხიარულებისა და კომფორტისთვისაა შექმნილი. ბინის მფლობელები ვენერას მფარველობის ქვეშ არიან. ხშირად ჰყავთ სახლში ცხოველები, უვლიან ქოთნის ყვავილებს. ხშირად იკრიბებიან მეგობრები, მღერიან, ქეიფობენ.

7. ბინის მფლობელი ხშირად დიეტაზეა, ვარჯიშობს (ძირითადად იოგას). თუ ცხოვრებაზე განაწყენდება, არ ზრუნავს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისთვის, ხშირად ექმნება ხერხემლის პრობლემა, შეაწუხებს მარილების დაგროვება, ოსტეოქონდროზი. ნერვების დასამშვიდებლად ბინის კედლები ფირუზისფრად შეღებეთ.

8. ერთგული მეგობრები იკრიბებიან. საინტერესო საუბრები იმართება ასტროლოგიასა და ანომალიურ მოვლენებზე. ბინის კედლები ცისარტყელის ფერებში შეღებეთ. სახლის ბინადრებს ელექტროსაგნებთან სიფრთხილე მართებთ.

9. ხშირად შეექმნებათ წყლის პრობლემა, ეკარგებათ ნივთები. ბინის მფლობელი ბევრს ეწევა, სვამს. უძილობა ტანჯავს. უმჯობესია ილოცოს, იმოგზაუროს ისტორიულ ადგილებში და მოილოცოს წმინდა ადგილები.

______________________________________________________________________________________

უძველესი სწავლების, ფენ-შუის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ სახლის (ბინის) ნომერს, რომელშიც ვცხოვრობთ.

სახლის (ბინის) ნუმეროლოგიური მისამართის დასადგენად ნომერში შემავალი ციფრები ერთმანეთს უნდა მივუმატოთ და დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე. მაგალითად, თუ თქვენი ბინის ნომერია 16, მაშინ თქვენი მისამართის ნუმეროლოგიური ჯამი არის 7 (1 + 6).

ქვემოთ მოყვანილი მასალიდან კი შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა გავლენას ახდენს ბინის ესა თუ ის ნომერი ადამიანზე.

1 – ადამიანი, რომლის სახლის (ბინის) მისამართია 1, სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ამიტომ ამ ნომრის მქონე საცხოვრებელი საუკეთესოა იმ პიროვნებისთვის, რომელიც ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. ასეთი ადამიანის ბინაში სისუფთავე და წესრიგი სუფევს, მაგრამ ბინაში ცხოვრება, რომლის ნომერია 1, არასასურველია ადამიანისთვის, რომელიც მარტოობას ეძებს.

2 – სახლი, რომლის ნომერია 2, კარგია მეცნიერისთვის, მუსიკოსებისთვის, აგრეთვე, პარაფსიქოლოგიის უნარით დაჯილდოებული ადამიანებისთვის. ციფრი 2 არის თავშეკავებულობის მაჩვენებელი და ადამიანებს ეხმარება პირადი პრობლემების გადაჭრაში. მაგრამ ემოციურმა ადამიანებმა სჯობს, არ იცხოვრონ ბინაში, რომლის ნუმეროლოგიური ჯამი უდრის 2-ს.

3 – სახლი ამ ნომრით სასიკეთოა სპორტსმენებისთვის, სამხედრო პირებისა და ენერგიული ადამიანებისთვის. № 3 უარყოფითად მოქმედებს ალტრუისტებზე. ჯიუტი და უტაქტო ადამიანებისთვის კი ამ ნომრიან ბინაში ცხოვრება, შესაძლოა, აგრესიის მიზეზად იქცეს.

4 – ეს საცხოვრებელი შესაფერისია კომუნიკაბელური ადამიანებისთვის, ხოლო ექსცენტრიული ადამიანებისთვის ნაკლებად სასურველია. ამ სახლში ძალიან მნიშვნელოვანია ტელეფონითა და ინტერნეტით ურთიერთობის დამყარება, რადგან სწორედ ასე შეძლებს ადამიანი წარმატების მიღწევას.

5 – სახლში, რომლის ნომერი არის 5, ხშირად იმართება წვეულება. ეს სახლი იდეალურია მეცნიერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მოგზაურთათვის, რადგან რიცხვი 5 ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრებას. ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს დიდი ბიბლიოთეკა აქვთ. 5-იანი სასარგებლო არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, გაწონასწორებულ ცხოვრებას.

6 – საცხოვრებელი, რომლის ნომერია 6, კარგია ადვოკატებისთვის, ხელოვანთათვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. 6-იანი აძლიერებს მეგობრულ და სასიყვარულო გრძნობებსა და ჰარმონიას.

7 – ბინის ეს ნომერი ხელს უწყობს სტაბილურობის მიღწევას, მეგობრების შეძენას, კეთილდღეობას და დიდი ოჯახის შექმნას. კარგია მათთვის, ვინც ოცნებობს დაწინაურებაზე, დაჯილდოებაზე და პოპულარობაზე. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა დაქვეითებული აქვთ, ამ ნომრის მქონე სახლში ცხოვრება სასურველი არ არის.

8 – ამ ნომრიან ბინაში თავს ყველა კარგად იგრძნობს. მაგრამ, განსაკუთრებით კარგია მხიარული ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ მეგობრებთან ერთად გართობა. აქ ძლიერდება სულიერი და სექსუალური ენერგია. 8-იანი ცუდია მხოლოდ მათთვის, ვინც უყაირათოა.

9 – ეს არის საცხოვრებელი ადგილი განმარტოებისა და დაფიქრებისთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, გააანალიზოს წარსულის გამოცდილება და აწმყოს სირთულეები. აქ მოსახერხებელია მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს. ასეთი სახლი კარგია ეზოტერიკოსებისა და ფილოსოფოსებისთვის, აგრეთვე, სასულიერო პირების და პოეტებისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა