თეგებით ძიება

ნაკურთხი წყლის ძალა და მნიშვნელობა

ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც  მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.

ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი, ნათლისღების საიდუმლო სწორედ ნაკურთხ წყალთანაა დაკავშირებული. ნათლისღების წყალი და ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყალი არ არის. მისი უხრწნელობა ერთ-ერთი დიდი სასწაულია ხილულ სასწაულებს შორის. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულეა, რომელსაც დიდ აიაზმასაც უწოდებენ. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. ეს სიმბოლურად უფლის იორდანეში სამგზის შთაფვლას განასახიერებს.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ როდესაც წყალი ნაკურთხია მისი თითოეული შემადგენელი ნაწილაკი გაჟღენთილია ლოცვით, ანუ საოცრად დადებითი ენერგიტიკით. ნაკურთხი წყლის მიღებისას ჩვენს უჯრედებში შემოდის ეს დადებით ინფორმაცია და აღადგენს ჩვენი ორგანიზმის დარღვეულ ენერგეტიკულ ბალანსს.

ნაკურთხ წყალს უდიდესი დატვირთვა აქვს ქრისტიანობაში. მისი მეშვეობით აკურთხებენ სახლებს, ადამიანები მას იღებენ სნეულებისა და უძლურების დროს. ასევე, უპკურებენ მას სულისა და სხეულის სიჯანსაღისთვის.

ნაკურთხ წყალს ეკლესია მირონის მოხარშვისას, ტრაპეზის, ოდიკების კურთხევისას და აღდგომის დღეს, სააღდგომო დიდი პურის კურთხევისას იყენებს. გარდა ამისა, იგი გამოიყენება სხვადასხვა რელიგიური რიტუალის დროს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა