„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა
იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა. იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმის 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ჯოვანი სიმეონეს მიაწოდა და არგენტინელმა მეტოქის კარი დალაშქრა.
მეორე ტაიმში „ნაპოლის“ რიგებში დუბლი ალესიო ძერბინიმ გააფორმა.
ქართველმა გარემარბმა მოედანზე 72 წუთი გაატარა.
ფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „ინტერსა“ და „ლაციოს“ შორის მატჩში გამოვლინდება.