თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 იანვარს ქუთაისში +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 4 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა. დღისით +9 იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგიური ამინდია ნავარაუდები. დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით 11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში აღარ თოვს. დღე 2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 2, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა