წერეთელზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გაზის მილი ისევ დაზიანდა
თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მომუშავე კომპანიებმა გაზის მილი დააზიანეს.
"თბილისი ენერჯიში" "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ გაზი ავარიულად გაითიშა, ზუსტდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ბუნებრივი არის მიწოდება შეუწყდათ.
კომპანიაში ამბობენ, რომ მუშაობენ გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად და მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიაწოდებენ ინფორმაციას აღდგენის დროსთან დაკავშირებით.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 17 იანვარსაც.