თეგებით ძიება

რა ჯდება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მიღება

მოქალაქეობა გულისხმობს სამართლებრივ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც მას ანიჭებს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებებს. თუმცა, ამავდროულად გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს, მათ შორის, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვის კუთხით.

როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხდება ქვეყანაში დაბადებით და ნატურალიზაციით (უცხოელისთვის, ან მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის მინიჭება), რასაც თავის პროცედურები აქვს. თუმცა, არსებობს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობაც.

საუბარია, საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე, ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში.

მას საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ:

დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს ცოდნის დონის შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხის განსახილველად პირი მიმართავს იუსტიციის სახლს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში კი, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა, თუ საკონსულო დაწესებულებას.

რაც შეეხება მომსახურების ვადებსა და საფასურს, შემდეგნაირად განისაზღვრება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 80 სამუშაო დღეში 65 ლარი ღირს, 60 დღეში - 130 ლარი, 40 დღეში - 260 ლარი, ხოლო 20 დღეში 390 ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა