თეგებით ძიება
19. 01. 2024 მსოფლიო

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია ერთ დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოსაც დაესხას თავს - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ნატოს წევრის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია ერთ დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოსაც დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტების მოლოდინია, რომ ეს შესაძლებელი გახდება ხუთიდან რვა წელიწადში", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა