თეგებით ძიება
19. 01. 2024 მსოფლიო

BAFTA-ს ნომინანტები ცნობილია

BAFTA ნომინანტები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტთა სიაში კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ 13 ნომინაციით ლიდერობს.

მას მოჰყვება „საცოდავი არსებები“ 11 ნომინაციით, ხოლო „ყვავილის მთვარის მკვლელები“ და „ინტერესის ზონა“ 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.

BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია 18 თებერვალს ლონდონში გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა