თეგებით ძიება
19. 01. 2024 მსოფლიო

ბრაიანსკის ოლქის თავზე კიდევ ორი ​​დრონი ჩამოაგდეს, ნავთობბაზა ისევ იწვის

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს.

გუბერნატორი წერს, რომ "ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი პოგარსკის და უნეჩსკის რაიონებში" გაანადგურეს. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის, მიზეზი, ასევე ადგილობრივი ხელიუსუფლების ცნობით, დრონით თავდასხმაა. რუსეთი ამტკიცებს, რომ დრონი ჩაახშეს მაგრამ "საჰაერო სამიზნის განადგურებისას საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს". ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, მოხდა 32 ადამიანის ევაკუაცია.

ცეცხლი გაუჩნდა 4 ავზს, TASS წერს, რომ ხანძრის ფართობი ათასი კვადრატული მეტრია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა