თეგებით ძიება

ნიკა არაბიძემ კომედი ჯგუფი დატოვა

C Corporation-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის კომედი ჯგუფი, განცხადებას ავრცელებს.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, C Corporation-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის კომედი ჯგუფი, ავრცელებს განცხადებას:

ტელეწამყვანმა ნიკა არაბიძემ კომედი ჯგუფი დატოვა. სწორედ ამ მიზეზით, ‘’ნიკა არაბიძის შოუ“, რომელსაც C Corporation-ი ტელეკომპანია ფორმულასთვის ამზადებდა, ეთერში აღარ გავა.

ჩვენი გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მიმდინარე პროექტებსა და ახალ იდეებზე მუშაობას.

პატივისცემით: C Corporation-ის ადმინისტრაცია”- წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა