Japan Airlines-ის პრეზიდენტი ქალი პირველად გახდა, ის ყოფილი ბორტგამცილებელია
ავიაკომპანია Japan Airlines-მა პრეზიდენტად ქალი პირველად დანიშნა. ამის შესახებ BBC წერს.
მიცუკო ტოტორიმ კომპანიაში მუშაობა 1985 წელს ბორტგამცილებლად დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ კარიერულად არაერთხელ დაწინაურდა.
ტოტორი 1-ელ აპრილს იუძი აკასაკუს შეცვლის. საკადრო ცვლილებები კომპანიაში მას შემდეგ მოხდა, რაც Japan Airlines-ის თვითმფრინავს ტოკიოს აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.