მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამი უდიდესი ფობია - რა აშინებთ ყველაზე მეტად
შიში 1 - ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები
ჯანმრთელობის სერიოზულმა პრობლემებმა შეიძლება ადვილად გაგიფანტოთ ყურადღება და დაგთრგუნოთ - ემოციურად, ფიზიკურად და ფინანსურადაც კი.
როდესაც ადამიანი ფინანსურად მყარად არის და ყოფით, წვრილმან პრობლემებზე არ უწევს ფიქრი, მათი მიზანია შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა და ამასთან გარშემომყოფების ჯანმრთელობის დაცვა. მათ კარგად ესმით, რომ თუ ჯანმრთელობა შეერყევათ, ეს საქმიანობაზე და შემოსავალზეც აისახება.
ამის გადასაჭრელად სუპერ მდიდრები კონსიერჟის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ეს არის წევრობის მოდელი, სადაც საფასურის სანაცვლოდ, ისინი იღებენ ულიმიტო და vip წვდომას ყველა სახის მომსახურებაზე, რომელიც ჯანდაცვას ეხება.
შიში 2 - დისფუნქციური ოჯახის წევრები
ოჯახთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განსაკუთრებით რთული გახდეს, როდესაც საქმე სიმდიდრეს ეხება. იმისათვის, რომ ოჯახური პრობლემები თავიდან აიცილონ, ან მომავალი თაობა მზად იყოს დაიცვას საოჯახო ბიზნესი და განავითაროს იგი, სუპერ მდიდარი მშობლები ამ პრობლემებს ორი გზით ებრძვიან:
ფინანსური გადაწყვეტილებები - ასწავლიან კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებას და ენდობიან მათ.
პირადი გადაწყვეტილებები - ასწავლიან, თუ რა შედეგები მოჰყვება მათ პირად გადაწყვეტილებებს და აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა ამაზე.
შიში 3 - სიმდიდრის დაკარგვა
სიმდიდრე აქცევს მათ კრიმინალების, სარჩელების, კრედიტორების, ყოფილი მეუღლეების და სხვათა სამიზნეებად.
ამის თავიდან ასაცილებლად, ისინი ცდილობენ სანდო ფინანსური პროფესიონალების მოძიებას. აქტივების დაცვის სტრატეგიების განხორციელებას დაზღვევის სხვადასხვა ფორმაში, როგორიცაა “ქოლგა პოლისი“ და სხვა.
ფიზიკური დაცვის გაძლიერება. მდიდრები ხშირად იყენებენ მოწინავე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემებს.
წყარო : bpn.ge