თეგებით ძიება
19. 01. 2024 მსოფლიო

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. ინიციატივას ქვედა პალატის 382-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 234, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. კანონის მიხედვით, მარტივდება უცხოელთა ნატურალიზაციაც.

გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში 8-ის ნაცვლად, 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, გერმანულის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია.

ამის ფონზე, მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეობის მიღება უფრო რთული უნდა გახდეს ისეთი პირებისთვის, ვინც არ უჭერს მხარს გერმანიის თავისუფალ, დემოკრატიული წესრიგს.

ცვლილებებს ეწინააღმდეგება კონსერვატიული ოპოზიცია, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას ითხოვს.

პარალელურად, გერმანია უცხოელი არალეგალებისთვის დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა